ბლოგი
როგორ „დაიბადა“ ერგონომიქსი
ისტორია ცოტა გააზრებულად და მაგრამ მაინც სპონტანურად დაიწყო. უკვე რვა წელია ძირითადად საკონსულტაციო და სამშენებლო ბიზნესით ვიყავი დაკავ...

ილია ჩხუტიშვილი
დამფუძნებელი, მმართველი პარტნიორი
ჩვენ გთავაზობთ პროდუქტებს, რომლებიც გიადვილებენ და ალამაზებენ თქვენს ცხოვრებას.
პრაქტიკული და სასარგებლო ნივთები თქვენს სამსახურში.
მარტივად რომ ვთქვათ და ბანალური, მაღალფარდოვანი და დაშტამპული ტექსტებით თავი არ შეგაწყინოთ – ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც მიზნად ისახავს ერგონომიული პროდუქტები, რომლებიც თქვენს საქმიანობას გაგიადვილებთ, მოგაწოდოთ კარგ ფასად. სიტყვა კარგი აქ შემთხვევით არ არის ნახმარი და მიუხედავად იმისა, რომ იყო იდეა გამოგვეყენებინა ისეთი სიტყვები, როგორებიცაა – „ხელმისაწვდომი“, „ხელსაყრელი“, „ოპტიმალური“, „სარფიანი“ და მაგდაგვარები, ბოლოს მაინც სიტყვა „კარგზე“ გავჩერდით; რადგან კარგი ყველაფერი კარგია, ამას ადამიანი ყოველი უჯრედით გრძნობს და არ ღირს ამ საკითხის გართულება.
როგორ გავაკეთებთ ყოველივე ზემოთ აღნიშნულს ცხოვრების და ჩვენი კომპანიის კიდევ ერთი საიდუმლოა და თუ რამდენად წარმატებულად გავაკეთებთ – ეგ უკვე თქვენი გადასაწყვეტი. უფრო მეტი თუ დაგაინტერესებთ, რაც რა თქმა უნდა დასაფასებელია, გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს ბლოგს თუ „როგორ დაიბადა ერგონომიქსი“, სადაც უფრო დეტალურად არის მოთხრობილი ჩვენი ისტორია.
ბლოგი
ისტორია ცოტა გააზრებულად და მაგრამ მაინც სპონტანურად დაიწყო. უკვე რვა წელია ძირითადად საკონსულტაციო და სამშენებლო ბიზნესით ვიყავი დაკავ...
23 ოქტომბერი, 2026
23 ოქტომბერი, 2026