ორიოდე სიტყვით პოლიმერში გაფანტული თხევადიკრისტალური ფირის შესახებ
· ავტორი: Ilia Chkhutishvili
პოლიმერში გაფანტული თხევადკრისტალური ფირი [polymer dispereced Liquid Crystal film] 80იან წლებში გამოიგონეს აშშ-ში და მას შემდეგ იგი ნელ-ნელა ფეხს იკიდებს მსფოლიო ბაზარზე. იგი ფართოდ გამოიყენება სამშენებლო ინდუსტრიაში განსაკუთრებით სამედიცინო სფეროში, რადგან საშუალებას იძლევა ფარდების გარეშე უზრუნველყოფილი იქნას როგორც გარე ფანჯრების დაბურვა რომ არ მოხდეს მზის შუქის შემოსვლა, რაც თავის მხრივ ეკონომიის საშუალებას იძლევა კონდინცირების ენეგო დანახარჯებზე და მეორე მხრივ შიდა ტიხრების იზოლაციისათვის, როდესაც უნდა იქნას უზრუნველყოფილი პაციენტების პირადი სივრცე მაგრამ მეორე მხრივ საჭიროა პაციენტზე თვალყურის დევნება. ხშირია ფირის გამოყენება რეანიმაციულ განყოფილებაში და საოპერაციო სივრცეებში.
საყოფაცხოვრებო თვალსაზრისით ხშირი გამოყენება ასევე საოფისე სივრცეებში აქვს როდესაც საჭიროა შეხვედრების ოთახის ვიზუალური იზოლაცია გარშემომყოფთაგან. ბოლო დეკადაში, ოპტიკური ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ფართო გამოყენება ჰპოვა სარეკლამო ბიზნესში. საქმე იმაში გახლავთ, რომ თხევადი კრისტალი სწორად ის კრისტალია რომელსაც გამოიყენება ტელევიზორების წარმოებაში გამოსახულების მისაღებად, ფირში გაფანტული კრისტალი ძალიან წააგავს თანამედროვე ტელევიზორებში გამოყენებულ თხევად კრისტალს და რაც მთავარია ისევე როგორც ტელევიზორის შემთხვევაში, ფირში გაფანტულ კრისტალს აქვს გამოსახულების არეკვლის უნარი. შესაბამისად თუ ფირს შუშაზე გავაკრავთ და მეორე მხრიდან პროექტორით გამოსახულებას მივანათებთ, შუშაზე გაკრული ფირი იმუშავებს როგორც თხევადკრისტალური ეკრანი. ეს აღმოჩენა არ გამორჩენიათ სარეკლამო ბიზნესის წარმომადგენლებს და დაიწყეს თხვეადკრისტალური ფირის გამოყენება შოპინგ მოლებსა და დიდ მაღაზიების ვიტრაჟების ეკრანებად გარდაქმნის საქმეში. რეალურად რომ ვიმსჯელოთ, თხევადკრისტალური ფირი საშუალებას იძლევა მაღაზიის ვიტრაჟი აქციოთ დიდ ეკრანად, რომელიც საშუალებას გაძლევთ ნებისმიერი კონტენტის ტრანსლაციის. უდავოა რომ ასეთი ფართომაშტაბიანი პროექცია დიდ ყურადღებას იქცევს და იზიდავს მომხმარებელს. უფრო მეტიც ამჟამად ვიტრაჟებზე განთავსებული რეკლამა როგორც წესი სტატიკური და ვიტრაჟის შუშაზე უბრალოდ სტიკერის სახით ეკრობა, შესაბამისად საჭიროებს მუდმივ განახლებას და დანახარჯებს, თხევადკრისტალური ფირის შემთხვევაში ეს დანახარჯი ერთჯერადია და საშუალებას გაძლევთ ნებისმიერი სიხშირით ცვალოთ ვიტრაჟებზე გამოტანილი კონტენტი, რომელიც სტიკერისგან განსხვავებით ინტერაქტიულია და შესაბამისად მომხმარებლის საგრძნობლად მეტ ყურადღებას იქცევს. რაც რა თქმა უნდა თავის დამატებით ხიბლს სძენს ბრენდს რომლის სივრჩეშიც არის განლაგებული და თავისთავად ხელს უწყობს გაყიდვების ზრდას.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ტექნოლოგიას საფუძვლად უდევს, თხევადი კრისტალები რომლების მოგრძო ელიფსოიდური ფორმისაა და რომლებიც ქაოტურად განლაგდებიან ფირში. ქაოტური განლაგების შედეგად ხდება ოპტიკური სხივის დაბლოკვა და ის ვერ აღწევს ფირს მიღმა, შესაბამისად ფირი ამ მდგომარეობაშ დაბურულია. მაგრამ საკმარისია პოლიმერის ფირს მცირე ელექტრომუხტი მივაწოდოთ, რომ მასში განტავსებული კრისტალები ის იცვლიან ადგილმდებარეობას და გარკვეულ პოზიციაში ჩერდებიან და რადგან კრისტალი ელიფსოიდური ფორმისაა ელექტროენერგიის მიწოდებისას მიღებული მუხტი მას ისეთ პოზიციაში აჩერებს რომელიც საშუალებას იძლევა მასში გაიაროს ოპტიკურმა სხივმა, შესაბამისად ფირი ხდება გამჭირვალე.
